Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა გაწერილი არაა

04 დეკემბერი, 2018 11:56

საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობის 140-დან 60-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

ასევე შემცირებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიც. 2019 წლის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის ბიუჯეტი 6 000 000 ლარით განისაზღვრა, მაშინ როდესაც 2018 წელს ის 9 800 000 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბიუჯეტის ინიცირებული ვარიანტი როგორც მთლიანი ბიუჯეტის, ასევე მომუშავეთა რაოდენობის შემცირებას არ ითვალისწინებდა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა საერთოდ არაა გაწერილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის. 2018 წლის ბიუჯეტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მილიონ ლარს შეადგენდა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში კი აღნიშნულისთვის თანხა გამოყოფილი არაა. ინიცირებული ვარიანტში კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^