Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყველაზე შემოსავლიანი იუთუბერი 7 წლის ბიჭია

04 დეკემბერი, 2018 13:21

ყველაზე შემოსავლიანი იუთუბერი შვიდი წლის ბიჭი გახდა, რომელიც სათამაშოების ვიდეოგანხილვებს წერს. მას უკვე 22 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული.

ჟურნალ Forbes-ის რეიტინგით აღმოჩნდა, რომ რაიანმა Ryan ToysReview-დან ჯეიკ პოლს 500 000 დოლარით გადაასწრო, რომლის შემოსავლებიც ასევე სწრაფად იზრდება.

როგორც BBC წერს, რაიანი ვიდეოებს თითქმის ყოველდღე დებს ვიდეოპორტალზე. მის ერთ-ერთ ბოლო ვიდეოს, რომელიც 2 დეკემბერს ატვირთა, უკვე მილიონ-ნახევარზე მეტი ნახვა აქვს.

რაიანისა და ჯეიკ პოლის შემდეგ, მესამე ადგილზე The Dude Perfect-ის არხია. Forbes-ის მიხედვით, ის დაახლოებით 20 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

რაიანის შემოსავლები, რომლებიც გადასახადებსა და აგენტებისა თუ იურისტებისთვის მიცემულ თანხებს არ მოიცავს, ბოლო ერთ წელში გაორმაგდა.

NBC-ის შეკითხვას, თუ რატომ მოსწონთ ვიდეოები, რაიანი, რომელიც ახლა უკვე რვის გახდა, პასუხობს: „იმიტომ, რომ მე თავად ვერთობი ამით და ხალისიანი ვარ“.

რაიანს მშობლებმა YouTube-ზე არხი 2015 წლის მარტში გაუხსნეს. მას შემდეგ ბავშვის ვიდეოებს ჯამში 26 მილიარდი ნახვა აქვს, მის არხს კიდევ 17.3 მილიონი გამომწერი ჰყავს.

Forbes-ის ინფორმაციით, რაიანს 22 მილიონიდან 1 მილიონი ვიდეოების წინ გაშვებულმა სარეკლამო ვიდეოებმა მოუტანა, დანარჩენი კი დასპონსორებულ პოსტებზე მოდის.

აგვისტოში, Walmart-მა დაიწყო ექსკლუზიური სათამაშოების სერიის გაყიდვა, რომელსაც „რაიანის სამყარო“ დაარქვა. ვიდეომ კი, რომელშიც რაიანი და მისი მშობლები Walmart-ის მაღაზიაში მის სათამაშოებს ეძებენ, სამ თვეში 14 მილიონი ნახვა მოაგროვა.

რაიანს Walmart-ის კონტრაქტიდან მიღებული შემოსავლები მომავალ წელს კიდევ უფრო გაამდიდრებს.

მისი შემოსავლების 15% ბანკში ინახება და რაიანი გამოყენებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, როცა სრულწლოვანი გახდება.

რაიანს ტყუპი დებიც ჰყავს, რომლებიც მასთან ერთად ვიდეოებში დროდადრო ჩნდებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^