Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი - 4 დეკემბერი

04 დეკემბერი, 2018 14:30

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე დღეს, 4 დეკემბერს გიგიშა აბაშიძის ფილმის, „მეზობლების“ პრემიერა შედგება. ფილმის ჩვენება 19:00 საათზე „ამირანის“ პირველ დარბაზში გაიმართება.

ფილმი საერთაშორისო კონკურსსა და ქართულ პანორამაში მონაწილეობს. გიგიშა აბაშიძე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია. „მეზობლები“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. სურათი „იტალიური ეზოს“ სამეზობლოზე მოგვითხრობს. ინვესტორი თითოეულ მათგანს სოლიდურ თანხას სთავაზობს სახლების სანაცვლოდ. ერთის გარდა, ყველა თანახმაა. მეზობლებს შორის ურთიერთობა იძაბება.

21:00 საათზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ იტალიელი რეჟისორის ალიჩე რორვახერის ფილმს „ბედნიერი ლაზარე“. ფილმი მოზარდზე მოგვითხრობს, რომელსაც დროში მოგზაურობა შეუძლია. მასში იტალიური კინოს ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავი, ლუკა ჩიქოვანი მონაწილეობს. ლუკა ჩვენებას თავადაც დაესწრება.

ინდუსტრიული დღეების ფარგლებში 4 დეკემბერს 18:00 საათზე დაგეგმილია არდმანის ანიმაცური ფილმების რეტროსპექტივა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნა, ნინო ჟვანიას ფილმ „აღლუმის“ ჩვენებით. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 8 დეკემბერს გაიმართება. ფესტივალი 9 დეკემბერს დასრულდება.

კინოფესტივალზე დღეს ასევე ნახავთ:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^