Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნივერსიტეტმა, რომლის ლობირებაშიც მარიამ ჯაშს ადანაშაულებდნენ, ავტორიზაცია ვერ მიიღო

05 დეკემბერი, 2018 12:17

უნივერსიტეტს, რომლის ლობირებაშიც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს ადანაშაულებდნენ ავტორიზაცია ვერ მიიღო. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაციის მინიჭებაზე 9 ოქტომბერს უარი უთხრეს. 

გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო. 

როგორც საბჭოს სხდომის ოქმშია ნათქვამი,- „საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ყველა სტანდარტთან მიმართებით დაფიქსირებული იყო ისეთი ტიპის ხარვეზები და გადაცდომები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში ვერ მოდიოდა. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ ექსპერტთა მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციები და შეფასებები იყო არსებითი, რომელთა გამოსწორების გარეშეც დაწესებულება ვერ შეძლებდა ხარისხისნი სასწავლო პროცესის განხორციელებას“.

უნივერსიტეტის ლობირების თაობაზე ეჭვები მას შემდეგ გამოითქვა, რაც პარლამენტმა ახალი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც, იმ უნივერსიტეტებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში ეწურებათ, შესაძლოა, ის 2020 წლამდე გაუგრძელდეთ. 

მიმდინარე წლის სექტემბერში უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულ ცვლილებას დაუშვებლად მიიჩნევენ და გამოთქვამენ ეჭვს, რომ დაგეგმილი ცვლილება ემსახურება იმ ცალკეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება.

სანდო წყარომ „ლიბერალს“ განუცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი კონკრეტული უნივერსიტეტები და პირები იყვნენ.  კერძოდ, საუბარი იყო თბილისის სასწავლო უნივერსიტეტზე, სადაც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელი გაიოზ ნადირაშვილი მარიამ ჯაშის ოჯახთან დაახლოებული პირი იყო. მაშინ გავრცელებული ინფორმაცია „ლიბერალსთან“ საუბარში უარყო, როგორც გაიოზ ნადირაშვილმა, ასევე მარიამ ჯაშმა. 

დაეგის სპეციალისტების მხრიდან გამოთქმული შენიშვნების შემდეგ პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დროებით გადაიდო. 

ჯაშის ნათესავი მუშაობს ერთ-ერთ უნივერსიტეტში, რომელსაც შესაძლოა ავტორიზაციის ვადა გაუხანგრძლივდეს

უნივერსიტეტებისათვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივება - რა საკითხებზე იმსჯელეს პარლამენტში

იხილეთ სრულად ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი: 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^