Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი: ივანიშვილმა მითხრა, არ ხარ ვალში „ოცნებასთან", შეგიძლია დამოუკიდებელი იყო

05 დეკემბერი, 2018 13:03

„არჩევნების შემდეგ ვნახე ივანიშვილი. მითხრა, შენ არ ხარ ვალში მმართველ პარტიასთან, შეგიძლია, დამოუკიდებელი იყო" - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა The Daily Beast-თან საუბარში განაცხადა

სტატიაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილი აღიარებს თავის გამარჯვებაში „ქართული ოცნების" მხარდაჭერის მნიშვნელობას, თუმცა ამბობს, რომ „არ არსებობს წინაპირობები, რომელიც მას აიძულებს, მომავალში ივანიშვილისა და მისი პარტიის ერთგული იყოს".

ზურაბიშვილი კამპანიის დროს მის მიმართ მუქარებზე საუბრობს და ამბობს.

„კამპანიის დროს თავს მესხმოდნენ იმის გამო, რომ ვარ „კრემლის აგენტი", „მოღალატე", ვერ ვსაუბრობ ქართულად, მაქვს „ეკლესიის საწინააღმდეგო მოსაზრებები" - ეს ყველაფერი საკმაოდ მტკივნეული იყო. რელიგია, ენა, ქვეყნისადმი თავდადება ის ელემენტებია, რომლებიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს, მე ამ ელემენტების მჯერა" - ამბობს ზურაბიშვილი. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ „არაფერი ჩანს ადვილი საქართველოში, სადაც საზოგადოება დემოკრატიისკენ მიიღვწის, თუმცა გახლეჩილია ჩრდილოვან ლიდერ, მილიარდელ ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ექსპრეზსიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ამ ორ მხარეს შორის კი ბევრი პოსტსაბჭოთა ავაზაკია".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^