Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოპოზიციური პარტიები 3 მოთხოვნაზე შეთანხმდნენ

05 დეკემბერი, 2018 17:27

ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით გამართვის,  საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილებისა და ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით განცხადებას ავრცელებენ. 

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შალვა ნათელაშვილს შეხვდენენ.

„ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელეს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პარტიების შეფასებით, არჩევნები გაიმართა საარჩევნო კოდექსის სხვა კანონებისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევის პირობებში. სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენება, ამომჩრევლის მასობრივი მოსყიდვა, მასზე შანტაჟი და უხეში ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და გაყალბება.

ზემოაღნიშნული მასობრივი დარღვევები, ჩვენი შეფასებით, იძლევა საფუძველს განვაცხადოთ, რომ ამ დარღვევებმა პირდაპირი და თვისობრივი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საჭიროა: 

1.  პირველი - საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება, 

2.  საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა

3. ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე არ ყოფილან „თავისუფალი დემოკრატების" და „შენების მოძრაობის" წარმომადგენლები.

გაერთიანებული ოპოზიცია არჩვენების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა. გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აპრილი
19 აპრილი

„პატრიარქმა არ დააკმაყოფილა ფონდიდან გათ ...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ თანამდებობიდან გადადგომისა და პატრიარქის ფონდში დაბრუნე ...
19 აპრილი
19 აპრილი

უზენაესის მოსამართლეების შესახებ კანონპრ ...

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი პარლამენტმა  87 ხმით, 31-წინააღმ ...
19 აპრილი
19 აპრილი

კობახიძე: „რუსთავი 2-ის" საქმე ადასტურებ ...

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ტრიბუნიდან გამოე ...
^