Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირიკაშვილი რურუაზე: როცა ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს

05 დეკემბერი, 2018 21:46

ნიკა რურუას ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა. იგი გარდაცვლილის ოჯახში მივიდა და მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს". კვირიკაშვილის კომენტარს „რუსთავი 2" ავრცელებს.

„მე ნიკოლოზს ვიცნობ არა ერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან. ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან,“ - უთხრა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

„ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში 4 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ნიკოლოზ რურუა იყო საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^