Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იზორია: ფრანგულ მხარესთან გაფორმდება ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე

06 დეკემბერი, 2018 11:49

ანტისაჰაერო სისტემის შეყიდვასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნით ის ხვალ საფრანგეთში მიემგზავრება.

„მნიშვნელოვანი პროგრესი და მიღწევები გვაქვს. თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% წელს პირველად მივმართეთ შეიარაღებაზე, რის საფუძველზეც ვყიდულობთ თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემებს. განსაკუთრებით აღვნიშნავ ანტისატანკო სისტემებს. ეს სისტემები წლის დასაწყისში შევიძინეთ. ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. პირველი შეიარაღება ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ",- განაცხადა იზორიამ.

ლევან იზორიამ ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

„ავაშენეთ რეგიონში უპრეცედენტო საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც ჩვენი სამხედროები სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად გადიან სამხედრო საბრძოლო მომზადებას. წელს ამოქმედდა სიახლე ახალი სარეზერვო სისტემის სახით. დასავლეთ საქართველოში გვაქვს ახალი სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც სამი კვირის წინ გავხსენით. ამით პრაქტიკულად უფრო ეფექტიანს ვხდით სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას. წელს ასევე დავიწყეთ სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესება, რომელიც შეეხო 2500 სამხედრო მოსამსახურეს. ეს პროცესი გაგრძელდება 2020 წლამდე და შეეხება 10 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე მინდა, აღვნიშნო NATO-სთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკა. მომავალ წელს გვექნება NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება. ჩვენ ამ დინამიკას გაორმაგებული ძალისხმევით გავაგრძელებთ, იმ ამბიციური გეგმების შესასრულებლად, რომლებიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და NATO-სთან თავსებადობის გაზრდას", - განაცხდა იზორიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^