Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულ ნუგზარ ჯანჯღავას პატიმრობა შეეფარდა

06 დეკემბერი, 2018 12:41

ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარებისთვის ბრალდებულ „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატმა ლალი აფციაურმა ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შაუმდგომლობა დააყენა.

ადვოკატმა სასამართლოში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს.

პროკურორი კი აცხადებდა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე. მისივე განმარტებით, ჯანჯღავას სხვა სახელმწიფოში მიმალვის საშუალება აქვს, რადგან ის საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულიად დააკმაყოფილა.

ადვოკატი: გია თვალავაძეს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რაიმე სახის ქრთამის აღებასთან

სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე 1 პირი დააკავა

„სააფთიაქო ნარკომანიასთან" დაკავშირებით, სამედიცინო საქმიანობის სააგენტოს უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითიც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. აღნიშნული აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ", - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების  და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

თბილისის მთავარ ნაძვის ხეს რესპუბლიკის მ ...

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. მან ამის შესახებ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

მთაწმინდაზე და გმირთა მემორიალთან მისვლა ...

საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ზურაბიშვილმა მთაწმინდის პანთეონსა და გმი ...

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე მთაწმინდის პანთეონსა და გმირთა მე ...
^