Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი: დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც ჩემი გუნდის წევრად განვიხილავ

06 დეკემბერი, 2018 12:55

არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც განვიხილავ ჩემი გუნდის წევრად,- ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ის არის ერთ-ერთი, რომელსაც გავნიხილავ, თუმცა სანამ საბოლოოდ არ არის ჩემი გუნდის შემადგენლობა დადასტურებული, ნაადრევია იმაზე საუბარი თუ ვინ იქნება და ვინ არა მისი წევრი. არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. ჯერ ადმინისტრაციის საბოლოო ფორმატიც არ ვიცით და ამიტომ თავს ვიკავებ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც მერე გადასახედი იქნება. მირჩევნია, როცა მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს იყოს საბოლოო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი იქნება. 

დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იქნება - საზმაუ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^