Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არავისზე არ ვარ გაბუტული - ზურაბიშვილი ინაუგურაციის თელავში გამართვაზე

06 დეკემბერი, 2018 13:08

არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა, - გაუცხადა  ჟურნალისტებს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის თელავში გამართვასთან დაკავშირებით. 

„იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა, იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. მივიჩნევ, რომ ინაუგურაციის რეგიონში გამართვა არის ძალიან სწორი. ქვეყანაში, პრინციპში ყველაფერი ტარდება თბილისში და ეს სწორი არ არის. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლისთვის, რომლებმაც არ მომცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც თავი შეიკავა ჩემთვის ხმის მიცემისგან და სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი, რომ მე მათი პრეზიდენტიც ვიქნები. ამისთვის მზად ვარ და ეს არის ამის მაჩვენებელი," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მომხრეა, რომ ინაუგურაცია სადა სცენარით და ევროპული ფორმით წარიმართოს.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინაუგურაციის სცენარებზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომლის წევრებიც სცენარების ვერსიებს მას დღეს ან ხვალ გააცნობენ.

„კომისია არის შექმნილი და მოსამზადებელ ეტაპზე არის პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია ინაუგურაციასთან. ასევე, ალბათ, დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა, რომელიც მე უნდა გამაცნონ დღეს ან ხვალ, სცენარების რა ვარიანტები არსებობს. მომხრე ვარ, რაც შეიძლება სადა სცენარის, რასაც მე მივიჩნევ ევროპულ ფორმად. არ მინახავს არც ერთი სცენარი. ალბათ არის სხვადასხვა ვარიანტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი: მიზეზი, რატომაც თელავი ავირჩიე არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

თბილისის მთავარ ნაძვის ხეს რესპუბლიკის მ ...

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. მან ამის შესახებ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

მთაწმინდაზე და გმირთა მემორიალთან მისვლა ...

საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ზურაბიშვილმა მთაწმინდის პანთეონსა და გმი ...

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე მთაწმინდის პანთეონსა და გმირთა მე ...
^