Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდის გასაგზავნად ემზადება

06 დეკემბერი, 2018 16:20

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინულ გემებზე რუსეთის თავდასხმისა და მეზღვაურების დატყვევების ფონზე შავ ზღვაში სამხედრო ხომალდის გაგზავნისთვის მზადება დაიწყო.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა მოითხოვეს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომ თურქეთი ხომალდის ზღვაში შესვლის შესახებ გააფრთხილოს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ეს ნაბიჯი სამხედრო ძალების წარმოამდგენლების თქმით, ქერჩის სრუტეში რუსეთის მოქმედებებზე პასუხია. „ჩვენი მეექვსე ფლოტი ყოველთვის მზადაა, იყოს იქ, სადაც სჭირდებათ“, - თქვა რეგიონში მოქმედი ფლოტის პრესსპიკერმა კაილ რაინსმა.

საპასუხოდ, გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნა გამართეს საჰაერო თავდაცვის სისტემებით. რუსეთი უკრაინას დონბასში სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის მზადებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^