Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი: თუკი ვაშაძე აღიარებს ჩემს გამარჯვებას, ინაუგურაციაზე დაპატიჟებული იქნება

06 დეკემბერი, 2018 20:38

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუკი ინაუგურაციამდე გრიგოლ ვაშაძე მის გამარჯვებას აღიარებს, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს ფიცის დადების ცერემონიალზე დაპატიჟებს.

„ინაუგურაციაზე იქნება თუ არა ვაშაძე, დავფიქრდები ამ თემაზე. ხვალ გეტყვით. თუკი ინაუგურაციამდე ვიქნები აღიარებული, როგორც პრეზიდენტი, ის იქნება დაპატიჟებული ინაუგურაციაზე“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციაზე შესაძლოა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც მიიწვიონ. „რატომაც არა, მაგრამ ინაუგურაციაზე პარტიები არ იქნებიან მიწვეული, ყველა იქნება ცალ-ცალკე. გარდა იმისა, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, პარლამენტის თანამდებობის პირები, თუ სხვა პირები, ეს არის ჩემს გარეშე. მე ვადგენ ჩემი პირადი სტუმრების სიას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^