Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

06 დეკემბერი, 2018 21:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. შსს-ს განცხადებით, პატრულ-ინსპექტორი ქრთამს იღებდა პირისგან, რომელიც თავისი ბარათით მოქალაქეებს მეტროსადგურში უკანონოდ ატარებდა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა პატრულ-ინსპექტორი ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

პანკისში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სა ...
21 აპრილი
21 აპრილი

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდ ...

დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლად ...
21 აპრილი
21 აპრილი

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია ...

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. მოქალქეები დღეს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას ...
^