Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ► ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ პრეზენტაცია

07 დეკემბერი, 2018 11:05

ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში  „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" პრეზენტაცია იმარტება, რომელზეც მოძრაობის წევრები: ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ვატო სურგულაძე და სხვები გუნდის ხედვებსა და სამომავლო გეგმებს აცნობენ საზოგადეობას.

მათი თქმით, სამოქალაქო მოძრაობის მიზანია საქართველოში ადამიანური გარემოს შექმნა  საზოგადოებიდან ახალი ლიდერების გაჩენის მეშვეობით და  ადამიანებისთვის პერსპექტივის შეთავაზება, ინოვაციების დანერგვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გზით,.

ელისაშვილის თქმით, მოძრაობის მიზანია „აჩვენოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხი და მოქალაქე". 

„მე და ჩემს თანამოაზრეებს გვინდა, მთავრობის კონტროლი ყოველდღიურ რუტინად ვაქციოთ". - ამბობს ელისაშვილი „ლიბერალთან“ ინტერვიუში. 

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ დროთა განმავლობაში სამოქალაქო მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.  - „თუმცა, ახლა პირველივე მიზანი არ არის, რომ არიქა, გავექანოთ და აუცილებლად არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ უფრო დიდ მიზნებს ვისახავთ. ეს არის მოქალაქეებში რწმენის გაძლიერება და ის, რომ მათ დაინახონ პერსპექტივა. ასეთი არაჩვეულებრივი ქვეყანა და, გადაუჭარბებლად ვიტყვი, არაჩვეულებრივი ხალხი, არ შეიძლება ასეთ სიღატაკეში იყოს. ეს ჩვენი ბრალია. ამის დაძლევა გვინდა".

მისივე თქმით, „თუ ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ ორგანიზაციად, მესამე ძალობას და მაჩანჩალობას არ ვაპირებთ. ვეცდებით, რომ ეს იყოს პირველი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა".

უფრო ვრცლად მოძრაობის გეგმებზე წაიკითხეთ „ლიბერალთან" ინტერვიუში.

სამოქალაქო მოძრაობა ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდიდან ფინანსდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^