Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომისიამ რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო 5 მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო

07 დეკემბერი, 2018 12:59

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, „ტელეიმედი“, „იბერია TV“ და „ტელეკომპანია კავკასია“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

კომისიამ მონიტორინგის საფუძველზე გამოავლინა, რომ მაუწყებლებმა სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა კანონდარღვევით განათავსეს, კერძოდ, მათ დაარღვიეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტი და ეთერში არასათანადო/არაეთიკური რეკლამა გაუშვეს.

„ტელეკომპანია კავკასიამ“ და „ტელეიმედმა“ ეთერში განათავსეს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის არჩევის ხელისშეშლას ემსახურებოდა, ხოლო „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ და „იბერია TV”-ის ეთერში განთავსდა პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშეშლას, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ბადეში კი ორივე ვიდეორგოლი განთავსდა.

„კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია, უზრუნველყოს მის ეთერში გასული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ხოლო ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა არ უნდა დაუშვას არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსება. მსჯელობის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეორგოლები წარმოადგენს არასათანადო, კერძოდ არაეთიკურ რეკლამებს და მათი სამაუწყებლო ბადეში განთავსება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. თუმცა, საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, მაუწყებლები სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა,“ - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^