Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო სასამართლომ მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა

07 დეკემბერი, 2018 13:06

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება დღეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადა, რადგან სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილებები 2012 და 2014 წლებში მიღებული აქვს.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა. თუმცა, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

შესაბამისად შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა და საბერძნეთის მოქალაქეებს, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, მიწების დასარეგისტრირებლად 9-დღიანი ვადა აქვთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

ქართულ მხარეს სურს, იუნესკომ ქართული ტოლ ...

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ მდივანს ოდრი აზულს შეხვდა. ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

„ქართული მარში" აცხადებს, რომ ის ფიზიკურ ...

„ქართული მარში" აცხადებს, რომ ის ფიზიკურად არ დაუშვებს, გეი ფესტივალის, გეი აღლუმის ჩატარებას", - ა ...
19 თებერვალი
19 თებერვალი

პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ ...

78 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, &bdquo ...
^