Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა - გიორგი ვაშაძე

07 დეკემბერი, 2018 13:21

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომდაგენლის გიორგი ვაშაძის თქმით, ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. მისი თქმით, ეს ინსტიტუტი შესუსტდა. 

„ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. თუნდაც იგივე ნანუაშვილი, რომლისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი სახალხო დამცველი იქნებოდა. იგი მკაფიოდ და მყისიერად აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებებს და თავად ერთვებოდა პრობლემების გადაწყვეტაში. დღეს შეგვისუსტდა ეს ინსტიტუტი“,-განაცხადა გირგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან. 

მისი თქმით, ლომჯარიას  განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით ატარებს ისეთ შინაარს, რომ დარღვევები  იყო ორივე მხრიდან. ვაშაძე აღნიშნავს, რომ სახლხო დამცველი ადამიანის ნების გამოხატვის იმ მასობრივ ზეგავლენაზე უნდა საუბრობდეს, რაც გამოვლინდა არჩევნების დროს. 

„ მე გავეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს. ზოგადად, ამ ქალბატონს ახასიათებს ისეთი განცხადებები, რომ ორივე მხარის მხრიდან იყო დარღვევები არჩევნებში. უკაცრავად რა, მასობრივი მოსყიდვა და ადამიანის ნების გამოხატვაზე მასობრივი ზეგავლენა იყო ამ არჩევნებზე. რა არის სახალხო დამცველი გარდა იმისა, რომ ასეთ დარღვევებზე საუბრობდეს? რა ორი მხარე, რის ორივე მხარე? ჩვენ ვახდენდით ზეგავლენას და ჩვენ ვიდექით საარჩევნო უბნებთან, სადაც აიძულებდნენ ადამიანებს შემოეხაზათ თავისი კანდიდატი? ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს ამ ქალს",- განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლ ...

ბათუმის საკრებულოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იუ ...
27 მაისი
27 მაისი

9 წლის გოგონას მკვლელობისთვის იაგო ნებიე ...

გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა ...
27 მაისი
27 მაისი

ეკონომიკის მინისტრი ჭიათურაში პრემიერის ...

როგორც „ლიბერალს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამასახურში განუცხადეს, მინისტრი ნათია თურნავა დღეს ჭიათურაში გ ...
^