Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: მიუხედავად გაზრდილი ბიუჯეტისა, შშმ პირთა მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა

07 დეკემბერი, 2018 13:55

სახალხო დამცველის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში შშმ პირებთან დაკავშირებით წინგადადგმული ნაბიჯები არ არის. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრამების განსახორციელებლად ბიუჯეტი გაიზარდა, ეს ზრდაც ვერ უზრუნველყოფს არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, განსაკუთრებულ პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ასევე პრობლემაა ინკლუზიური განათლებაც. სახალხო დამცველის თქმით, კვლავ პრობლემაა შშმ პირთა დასაქმების საკითხი - 2018 წელს ეს მაჩვენებელი კვლავ დაბალი იყო. 

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ 2018 წელსაც პრობლემად რჩევა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ინსტიტუციებში ღირსების შემლახავ პირობებში ყოფნის მავნე პრაქტიკა. 

„ზოგიერთ ფსიქიატრიულში არსებული გარემო შეიძლება შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ ღირსების შემლახავი და არაადამიანური. რა თქმა უნდა, მივესალმებით იმას, რომ დაიწყო სურამის ფსიქიატრიულის რეაბილიტაცია. თუმცა ამავდროულად უკიდურესად მძიმე პირობებში რჩებიან ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირები“,- აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^