Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლავროვი: ვუსურვებთ ზურაბიშვილს, ყველა ქართველის პრეზიდენტი იყოს

07 დეკემბერი, 2018 16:54

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვს თბილისთან კარგი ურთიერთობის დამყარება სურს. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საქართველოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი აქვს.

„ჩვენ ვუსურვებთ ზურაბიშვილს, რომ იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი და გააკეთოს ის, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვენ თბილისთან კარგი ურთიერთობა გვსურს. ვიმედოვნებ, ბოლო ხანებში მიღწეული პროგრესი, მათ შორის ავიამიმოსვლის და ვაჭრობის სფეროში, უფრო მრავლფეროვანი გახდება და გაღრმავდება.

რამდენადაც ვიცი, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, არის დიდი ტურისტული ნაკადი და ჩვენ გვსურს თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ახალი გზების მოძებნა“, - თქვა სერგეი ლავროვმა მილანში, ეუთოს ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

თბილისის მთავარ ნაძვის ხეს რესპუბლიკის მ ...

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. მან ამის შესახებ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

მთაწმინდაზე და გმირთა მემორიალთან მისვლა ...

საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ზურაბიშვილმა მთაწმინდის პანთეონსა და გმი ...

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე მთაწმინდის პანთეონსა და გმირთა მე ...
^