Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპიტაკის მიწისძვრიდან, რომელსაც 25 ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, 30 წელი გავიდა

07 დეკემბერი, 2018 17:57

სომხეთში, სპიტაკის რეგიონში მომხდარი მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა. 1988 წლის 7 დეკემბერს, დღის 12 საათზე,  სპიტაკის რეგიონში 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 25 ათასი ადამიანი დაიღუპა. 

მიწისძვრის დროს დაინგრა ქალაქი სპიტაკი და 50-ზე მეტი ახლომდებარე სოფელი. დაღუპულების გარდა, დაახლოებით 19 ათასი ადამიანი დაშავდა, 500 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. განადგურდა ინფრასტრუქტურა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით სომხეთში საქართველოს საელჩომ სამადლობელი წერილები მიიღო. საელჩო აქვეყნებს ერთ-ერთი წერილის თარგმანს, რომელშიც ერთ-ერთი დაზარალებული მადლობას უხდის ქართველ მაშველებს: 

„გამარჯობა, ბატონო ელჩო,

თქვენ გწერთ ახალგაზრდა, რომელიც 1988 წელს ძალიან პატარა ბავშვი იყო.
ჩემი წერილი ასევე ჩემი მშობლების, ჩვენი ნათესავების, ჩვენი მეზობლების დავალებაა. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თქვენს მაშველებს, რომლებიც ეხმარებოდნენ არა მარტო ნანგრევვებიდან ადამიანების გამოყვანაში, არამედ განადგურებულის აღდგენაში. მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ კარგად მახსოვს კარავში შეფარებული ჩვენი ოჯახის გადარჩენილი წევრების, მაგ. ბაბუაჩემის სიტყვები: „ღმერთმა დალოცოს ეს მაშველები, ასეთი საშინელება (ზულუმ) მათ არასოდეს განიცადონ.“. მაშინ ჩვენ არ გვყავდა ჩვენი მაშველები, დიდება უფალს, ახლა გვყავს კარგი მაშვლები და ძლიერი საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, მაშველები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თქვენი და თქვენი ხალხის გვერდზე იდგებიან. არ მინდა ბევრი დავწერო, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა:

მადლობელნი ვართ მაშვლების, მადლობელი ვარ მეც და, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ ვიყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაგეხმარებათ და იქნება თქვენს გვერდით. ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი წერილი არ არის თქვენს ენაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ სომხურად უკეთესად გამოვხატავ მადლიერებას.
მადლობელი და ყოველთვის მზად მხარდაჭერსათვის, 

ბაღდასარიანი ვარდითერ."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

თბილისის მთავარ ნაძვის ხეს რესპუბლიკის მ ...

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. მან ამის შესახებ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

მთაწმინდაზე და გმირთა მემორიალთან მისვლა ...

საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ზურაბიშვილმა მთაწმინდის პანთეონსა და გმი ...

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე მთაწმინდის პანთეონსა და გმირთა მე ...
^