Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკრებულომ ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაამტკიცა

07 დეკემბერი, 2018 19:20

თბილისის საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაამტკიცეს. რეგულაციები ძალაში 2019 წლის ოქტომბრიდან შევა. 

ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები ორი სახის ლიცენზიას გულისხმობს. - „ა“ და „ბ“ კატეგორიას.

„ა" კატეგორიის ლიცენზია ითვალისწინებს, რომ ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი (საბარგულის კარიანად). ასევე, ასეთი ტაქსები ისარგებლებენ უფასო საპარკინგე ადგილებით. ტაქსის მძღოლები, რომლებიც ელექტრომობილებით ახორციელებენ ტაქსის სერვისს, სრულად გათავისუფლდებიან ნებისმიერი ტიპის საპარკინგე ადგილზე გადასახადისგან. ასევე იქნება "ბ" კატეგორიის ტაქსი, რომელზეც ფერის მოთხოვნა არ ვრცელდება, ისინი ვალდებულები იქნებიან მხოლოდ გამოძახებებზე იმუშაონ“, - განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე  ბექა დავითულიანმა „ინტერპრესნიუსს“.

ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციების პირველი ეტაპი აგვისტოდან დაიწყო და  მძღოლებისთვის ტაქსის ლიცენზიის აღებას ითვალისწინებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^