განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა გაუუქმა. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, მისაღებ სტუდენტთა კვოტა 3 500-მდე გაიზარდა.
ავტორიზაციის საბჭომ უმაღლეს სასწავლებელს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება 2018 წლის აგვისტოში ერთი წლით შეუზღუდა.
შეჩერების მიზეზი, უნივერსიტეტის განცხადებით, 2013 წელს დაკისრებული 700 000-ლარიანი ჯარიმა გახდა, რომლის გამოც უმაღლეს სასწავლებელსა და სახელმწიფოს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლოს დასრულებამდე შავი ზღვის უნივერსიტეტის განცხადებით, ამ ჯარიმის გამო ავტორიზაციის შეჩერება უსამართლოა. მით უმეტეს მაშინ, როცა უმაღლესი სასწავლებლის ქონება ჯარიმის საფასურს მნიშვნელოვანად აღემატება.
სააპელაციო საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტის საჩივარი დააკმაყოფილა
შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციის საქმე - რევაზ ხოფერიას სამართლებრივი შეფასება
შავი ზღვის უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ სტუდენტების მიღება ერთი წლით შეუზღუდა
„საბჭომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო“ - სანიკიძე IBSU-თვის სტუდენტების მიღების შეჩერებაზე
განათლების სამინისტროსთან IBSU-ის მხარდასაჭერად მისული სტუდენტები მინისტრს ხვდებიან
სახელმწიფო რეპრესიები აზიანებს ქვეყნის განათლების სისტემას - CDI-ის და CCIIR-ის განცხადება
ფოტო ►„დადექი განათლების დასაცავად" - IBSU-ს სტუდენტები კანცელარიასთან აქციას მართავენ