Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ასათიანი სამართალდამცველებს მიმართავს, ადვოკატებისთვის ხელშეშლის ფაქტებით დაინტერესდნენ

08 დეკემბერი, 2018 17:13

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სამართალდამაცვ უწყებებს მიმართავს და მათგან ადვოკატებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის ფაქტებით დაინტერესებას სთხოვს. 

მისი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოჩნდა გვერდი, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის დისკრედიტაციას ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდი 6 დეკემბერს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ წაშალა, მისი შემქმნელები მომავალში მსგავსი ტიპის გვერდების შექმნით იმუქრებოდნენ.

„რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როცა ადვოკატები, პროფესიული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, თავდასხმისა და შეურაცხყოფის ობიექტები გახდნენ. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია, თითოეული ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში უნდა იყოს თავისუფალი და მათზე რაიმე სახის ზეწოლა არ უნდა განხორციელდეს. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ადვოკატის და კლიენტის იდენტიფიცირება არ შეიძლება. არ შეიძლება აგრესია გადატანილი იქნეს ადვოკატზე. ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნულით",- განაცხადა დავით ასათიანმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^