Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შესაძლო ზედოზირების შემთხვევები - რა ვიცით ამ ეტაპზე

10 დეკემბერი, 2018 14:29

სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე გამოძიება დაიყო. როგორც „ლიბერალს" უწყებაში განუცხადეს, გარდაცვლილია 19 წლის ბიჭი, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი გარდაცვლილის შესახებ, თუმცა შსს აღნიშნულს არ ადასტურებს. უწყებას მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ აქვს ინფორმაცია.

გარდა ამ შემთხვევისა, გავრცელდა ინფორმაცია 3 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ, რომლებიც კომატოზურ მდგომარეობაში იყვნენ. „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტის დათო სუბელიანის ინფორმაციით, მათგან ორი თავს უკეთ გრძნობს, მესამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 

სუბელიანი თქმით, ვარაუდობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზედოზირების მეტი შემთხვევა მომხდარიყო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, რადგან ადამიანები სტიგმის გამო თავს იკავებენ. 

გასულ კვირას, მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა ნარკოლოგმა ზურა სიხარულიძემ. როგორც „ლიბერალთან" საუბრისას სიხარულიძე ამბობს, მას დაუკავშირდა რამდენიმე ადამიანი, უთხრეს, რომ ბევრს აქვს ნაყიდი ვებგვერდებიდან და სთხოვეს, გაევრცელებინა ინფორმაცია ამის შესახებ.

„როგორც მითხრეს, ერთ-ერთი ვებგვერდიდან გამოიწერეს ნივთიერება როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ ძილიანობა და შემდეგ აღმოჩდნენ კომატოზურ მდგომაროებაში", - ამბობს სიხარულიძე. სიმპტომებიდან გამომდინარე ნარკოლოგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს „ფენტანილთან", სინთეზურ ოპიოიდთან. 

(ცნობისთვის: ფენტანილის მოქმედება 100-ჯერ აღემატება ჰეროინის მოქმედებას. წარმოდგენისთვის, ფენტანილის თერაპიული დოზა არის 50 მიკროგრამი, ჰეროინის კი - 5 მილიგრამი. სწორედ ეს განაპირობებს ფენტანილის მოხმარების შემთხვევაში ზედოზირების ძალიან მაღალ რისკს);

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სიხარულიძე და სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზეც იმყოფებოდნენ. 

სიხარულიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ხოლო თუ მაინც მოიხმარენ, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

„ეცადეთ არ დარჩეთ მარტო, თუ იგრძენით ძილიანობა, დაურკეთ ან მშობელს ან მეგობარს, რომ ის იყოს თქვენთან ერთად. ეცადეთ, რომ მეგობარს უთხრათ, რომ გადმოგირეკოთ რამდენიმე ხნის მერე და მოგიკითხოთ და თუ არ უპასუხებთ მოვიდეს აუცილებლად. არ ჩაკეტოთ სახლის კარი და ეცადეთ რომ შეხვიდეთ აბაზანში, თუ ხართ მარტო. დარეკეთ 112-ში და მშვიდად აუხსენით ოპერატორს, რომ მიიღეთ რაღაცა ნივთიერება და გრძნობთ თავს ცუდად. მეგობრებმა არ მიატოვოთ მარტო ის, ვინც იცით, რომ მიიღო რაღაცა. აუცილებლად დარეკეთ 112-ში და მშვიდად უთხარით რა პრობლემაცაა. არავინ ამის გამო არ დაგსჯით.

არ მიიღოთ არცერთი უცნობი სუბსტანციაა, ვინც არ უნდა გითხრათ, რომ უვნებელია და არაფერს გიზამთ!!
- უამრავი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის დღეს და არავინ იცის რა რას გამოიწვევს", - წერს სიხარულიძე.

ორგანიზაცია „მანდალა" ნარკოტიკით ინტოქსიკაციის შემთხვევების პრევენციისთვის ტესტერებსაც ავრცელებს. „ტესტერებით შესაძლებელია გაიგო თქვენს ხელთ არსებული ნივთიერება არის თუ არა ის, რაც შენ გგონია", - წერს „მანდალა".

ფენტანილი და სხვა ნივთიერებები - რა აღმოჩნდა ზედოზირებით გარდაცვლილთა ორგანიზმში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ზედოზირების ფაქტს შეესწარით

ზედოზირების შემთხვევები - რა არის სახელმწიფოს როლი

„მანდალა" ნარკოტიკით ინტოქსიკაციის შემთხვევების პრევენციისთვის ტესტერებს გაავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^