Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვალების განულების ვებგვერდი დღეს 18:00 საათზე გაეშვება - პრემიერი

10 დეკემბერი, 2018 14:15

„დღეს 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უვკე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს" - პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადბით, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი მოქალაქეები, რომელთაც ბანკის ვალი აქვთ, დღეს საღამოს შეძლებენ ვალების განულების პროგრამაში დარეგისტრირებას. 

მისი თქმით, თითქმის 600 000 ადამიანი შეძლებს, ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდეს.

„განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, ანუ წლის ბოლომდე პერიოდულად მოხდება ჩვენი მოქალაქეების ამოღებოდა ამ ე.წ. შავი სიიდან. დღეს 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უვკე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს და ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე - დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის და ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი" - თქვა პრემიერმა. 

ე.წ. ვალების განულების პროგრამა მამუკა ბახტაძემ წინასაარჩევნო პერიოდში დააანონსა.

600 ათასი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება ახალ წელს - ბახტაძე

„მინდა, განვუმარტო საზოგადოებას,  ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებიდან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ  ამ კატეგორიაში შედის 150 ათასამდე სოციალურ დაუცველი და ათი ათასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები. მიმდინარეობს  მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს. "- განაცხადა ბახტაძემ 19 ნოემბერს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^