Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააპელაციომ გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელი ეგვიპტელი გეი მამაკაცის სასარგებლოდ მიიღო

10 დეკემბერი, 2018 15:04

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ლტოლვილთა სამინისტრომ ეგვიპტელი გეი მამაკაცის, ვაგდი ელკორაეისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე თავიდან უნდა იმსჯელოს. მსგავს საქმეებზე სააპელაციო სასამართლო უზენაესი ინსტანციაა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 

ვაგდი ელკორაეი ეგვიპტეში სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური მრწამსის ნიშნით დევნილი მამაკაცია, რომელიც თავშესაფარს საქართველოში ითხოვს. ლტოლვილთა სამინისტრომ მას თავშესაფარზე უარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე უთხრა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მისი ქვეყანაში ყოფნა სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება".

ელკორაეისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წელს იმსჯელა. 20 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, სამინისტროს ხელახლა უნდა განეხილა ელკორაეის საკითხი, თუმცა სამინისტრომ სააპელაციოში გაასაჩივრა.

OC-Media-სთან საუბარში ელკორაეი აღნიშნავდა, რომ მას ეგვიპტეში სექსუალური ორიენტაციისა და იმის გამო დევნიდნენ, რომ ქრისტიანად მოინათლა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა აწამეს, რის შემდეგაც საქართველოში წამოვიდა და გადაწყვიტა, თავშესაფარი აქ მოეთხოვა. 

მის ინტერესებს სასამართლოში „თანასწორობის მოძრაობა" და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იცავდა". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^