Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი ბახტაძე ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მან დედას სასამართლოში უჩივლა

10 დეკემბერი, 2018 15:43

„ისე, როგორც 10-ათასობით  ოჯახს საქართველოში, ჩემს ოჯახსაც ჰქონდა ვალი და  ეს ვალი არის გასტუმრებული". - ასე დაიწყო პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საუბარი სასამართლო დავის შესახებ, როდესაც მან, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, დედას უჩივლა.

„როდესაც ვსაუბრობთ სასამართლო დავაზე, ხელშეკრულებაში იყო სამართლებრივი ხარვეზი. ის გასწორდა,  მოხდა ვალის გადახდა და ისტორია დაიხურა.

როდესაც მე დავიწყე საუბარი, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე, კონკრეტულად, ჭარბვალიანობაზე. ამის გამომწვევ მიზეზებზე, ბუნებრივია, მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები და ის ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი და ეწინააღმდეგებიან ყველანაირად, ახალი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას, ისინი შეეცდებოდნენ სხვადასხვა, უკაცრავად და, სისულელეების მოტანასაც.

რაც უფრო ხშირად იტყვიან, რომ ჩემს ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის წინ მოხდა ამ სახლის შეძენა, რამე კავშირი აქვს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ან მეზობლის მიწის ნაკვეთს მომაწერენ ან მე შეიძლება ჩემი ოჯახის წევრებს ვუჩივლო, რომ ვალი არ გავისტუმრო და ასეთ საკითხებს, რაც უფრო მეტი დეზინფორმაცია წამოვა, ეს იქნება კარგი მაჩვენებელი, რომ მე და ჩემი გუნდი ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„რუსთავი 2-მა“ მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც მოთხრობილია ისტორია ვალზე, რომელიც ჟურნალისტის თქმით, 2011 წელს ბახტაძის დედამ აიღო და ვერ დააბრუნა, როდესაც უზრუნველყოფის სახით ჩადებული ბინის აუქციონზე გატანის საშიშროება დადგა, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ დედას სასამართლოში უჩივლა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^