Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი - შეურაცხმყოფელია ეჭვი, რომ მთავრობამ განიზრახა 5 დღეში მიწის რეგისტრაციები

10 დეკემბერი, 2018 17:41

რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა და დღეს ჩატარებულ აქციას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანის თქმით დღეს არცერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწა არ დარეგისტრირებულა. მინისტრის თქმით, არ ღირს სხვა მოქალაქეების შეწუხება და მათთვის ხელის შეშლა. 

მისი თქმით, ის ეჭვი, თითქოს მთავრობამ განიზრახა 5 დღეში მოასწროს მიწის (უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე) რეგისტრაციები, შეურაცხმყოფელია. 

„ქართული მარში“, „პატრიოტთა ალიანსი" და მათი მხარდამჭერები დღეს იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების შემზღუდველი მორატორიუმი გაუქმდა. ისინი იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. მათ დღეს იუსტიციის სახლის შესასვლელი დროებით გადაკეტილი ჰქონდათ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^