Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ჩამოვიდა

10 დეკემბერი, 2018 20:11

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, საქართველოში რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) ორ თანმხლებ პირთან ერთად ჩამოვიდა.

განცხადების მიხედვით, სტუმრობის მიზეზი, 2016 წელს სინოდის მიერ წმინდანად შერაცხული იღუმენია თამარ მარჯანიშვილის ნაწილების ჩამოსვენებაა.

თუმცა განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ „პარაკლისის დასრულების შემდეგ შედგა შეხვედრა, სადაც ეკლესიათა შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. მეუფე ილარიონმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემის გამო და საქართველოს ეკლესიას გადმოსცა საბუთები, რომელშიცდაფიქსირებულია რუსეთის ეკლესიის პოზიცია.

მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ გაეცნობიან და შეისწავლიან როგორც მსოფლიო საპატრიარქოს, ისე რუსეთის ეკლესიის მიერ წარმოდგენილ მასალებს და წმ. სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ მათ შესახებ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^