Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰუმანური იდეების გავრცელებისთვის გურამ კაშიამ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიიღო

10 დეკემბერი, 2018 20:24

მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანი გურამ კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

ეროვნული გუნდის მცველმა ჯილდო "ჰუმანური იდეების გავრცელებისა და და ქვეყნის წინაშე ღვაწლისთვის" დაიმსახურა.

"ეს ჯილდო უფრო მეტია, ვიდრე სპორტსმენის, ფეხბურთელის" - თქვა კაშიამ დაჯილდოების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ კაშიამ ფეხბურთში თანასწორობის მხარდაჭერისთვის (#EqualGame) UEFA-ს პირველი ჯილდოც მიიღო.

გურამ კაშია 2017 წელს ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემის „ვიტესის“ კაპიტნობისას ლგბტ თემის მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო და სპეციალურად მომზადებული ლგბტ დროშის ფერების სამკლაურით ითამაშა.

კაშიას ამ ნაბიჯს საქართველოში ჰომოფობიურად განყობილი ჯგუფების აგრესია მოჰყვა, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრმა თავისი პოზიცია დაიცვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^