Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამ დროისთვის vali.ge-ზე გასანულებელმა თანხამ 3 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა - სამინისტრო

11 დეკემბერი, 2018 14:15

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდზე  Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია 407 ათასზე მეტი მსესხებლის ინფორმაცია, 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.

სამინისტროში ამბობენ, რომ ვებგვერდზე მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა:

  • მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;
  • დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;
  • უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის „მე არ ვარ რობოტი“ მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

  • სს „საქართველოს ბანკი“
  • სს „თიბისი ბანკი“
  • სს „ლიბერთი ბანკი“
  • სს „სილქ როუდ ბანკი“
  • სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
  • სს „იშბანკი საქართველო“

პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^