Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორეპისკოპოს იაკობს სასამართლომ რამიშვილზე გაკეთებული განცხადების საჯარო უარყოფა დავალა

11 დეკემბერი, 2018 14:29

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც  ის ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. რამიშვილის თქმით, მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილებით, ქორეპისკოპოსს დაევალა საჯაროდ უარყოს განცხადება, რომლითაც ცილი დასწამა ადვოკატს, ხოლო სიმბოლურად, ზიანის ანაზღაურებისთვის - ჯარიმის გადახდა. 

„ეს იყო ცილისმწამებლური განცხადება, რომელიც ქორეპისკოსმა იაკობმა გააკეთა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში 2017 წლის 21 სექტემბერს. ის ბრალს მდებდა, თითქოს აგენტი ვიყავი მე გირგვლიანის საქმეში და იმავე მამალაძის საქმეში ჩანერგილი აგენტი. რომ პროვოკატორი ვარ და ინფორმაცია მიმქონდა ახალაიასთან. ეს ყველაფერი საჯაროდ თქვა, რითაც ცილი დამწამა და შესაბამისად მოსამართლემ, ირაკლი კოპალიანმა, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და დაავალდებულა ქორეპისკოპოს კონსტანტინე იაკობაშვილს ეს ყველაფერი საჯაროდ, ტელევიზიებით უარყოს და 1 ლარი სიმბოლური ჯარიმის გადახდაც დააკისრა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „ლიბერალთან“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^