Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ბახტაძე: მთაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს ცოცხალი ფარია

11 დეკემბერი, 2018 16:51

მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოში მთისა და მთის ხალხისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ისინი საქართველოს საზღვარს, ქართულ მიწას იცავენ და მთაში მცხოვრები თითოეული მოქალაქე საქართველოს ცოცხალი ფარია.

„მინდა, გითხრათ, რომ თქვენი ვაჟკაცობითა და ქედუხრელობით მთელი საქართველო ამაყობს. თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი. თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს. თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია. ეს თქვენი ისტორიული მისიაა, რომელსაც დღემდე ღირსეულად ასრულებთ, წინაპრების ტრადიციას აგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, ასევე გადასცემთ მომავალ თაობებს.

მთა საქართველოს ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ ყველაზე დიდ სიმდიდრეს და დავიცვათ დაცარიელებისგან. ყველამ ვიცით, რა ძნელია მთის მკაცრ პირობებში ცხოვრება და ამიტომ თითოეული თქვენგანის ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩვენ გვინდა, ცხოვრება შეგიმსუბუქოთ და ღირსეული პირობები შეგიქმნათ“, - თქვა მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე.

მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე 11 დეკემბერს აღინიშნება. ბახტაძის თქმით, საქართველო წელს პირველად უერთდება ამ დღეს და იმედოვნებს, რომ მისი აღნიშვნა ტრადიციად იქცევა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^