Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე: 2019 წელს უშუქო სოფლებში 400-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული წყაროთი

11 დეკემბერი, 2018 17:23

მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2019 წელს ყველა უშუქო სოფელში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დაახლოებით 400-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროთი. 

მთავრობის მეთაურის თქმით, გაიზრდება კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, კანალიზაციის, ნარჩენების გატანის სერვისების მიწოდებისათვის. 

„იქ, სადაც ვერ მოხერხდება ელექტროენერგიის მიწოდება სადენებით, მომარაგდება ალტერნატიული წყაროებით. ხოლო 2020 წლისთვის ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობითა და ინტერნეტით. უკვე იწყება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაცია. 2019 წელსვე დაიწყება წყალმომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის სტეფანწმინდასა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა წაღვერში, ვალეში, მესტიაში, აბასთუმანში, ბაკურიანსა და გუდაურში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, მოიმატებს სოფლის ექიმების რაოდენობა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო ტრანსპორტიც, აშენდება ამბულატორიები და სასწრაფო დახმარების შენობები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^