Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Wizz Air-თან ერთად ბუდაპეშტში

12 დეკემბერი, 2018 15:41

კომპანია „ვიზეარმა“ ბუდაპეშტში ახალი ტრენინგცენტრი ააშენა. გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად ჟურნალისტები ყველა იმ ქვეყნიდან ჩავიდნენ, რომლებშიც ეს კომპანია ოპერირებს. კომპანიამ მედიას ახალი თვითმფრინავის მოდელი წარუდგინა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აწყობილი. ახალი თვითმფრინავები, გარდა იმისა, რომ დიდი ზომისაა და შესაბამისად მეტ მგზავრს დაიტევს, ნაკლებ საწვავს საჭიროებს და, უფრო მეტად eco-friendly იქნება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომავლის გეგმები ასეთია: არსებული თვითმფრინავები ახალი მოდელებით უნდა ჩანაცვლდეს და კომპანია ევროპის რამდენიმე ახალ ქალაქში უნდა შევიდეს. ამასთან, რაღა თქმა უნდა, ბაზარზე გაიზრდება კომპანიის წილი, რაც მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.

ცენტრის გახსნის ოფიციალური ნაწილის შემდეგ დადგა სიმულაციების დრო. ჟურნალისტებს რეალობასთან ძალიან მიახლოებული მანევრების გაკეთების საშუალება მიეცათ. ზუსტად ისეთის, როგორზეც დამწყები მფრინავები სწავლობენ.

ღონისძიების ბოლოს ჟურნალისტებს „ვიზეარის“ გენერალური დირექტორი - ჯოზეფ ვარადი შეხვდა. მისი თქმით, საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 15% დაფრინავს და „ვიზეარის“ ყველაზე სერიოზული კონკურენტი თვითმფრინავის ალტერნატიული ტრანსპორტია - მატარებელი, ავოტბუსი, მანქანა. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათი ბილეთის ფასებიც დაბალი უნდა იყოს. საწვავის ფასის ზრდა ავიაკომპანიებს დანახარჯს მკვეთრად უზრდის. თუმცა „ვიზეარს“ არ აქვს იმის “ფუფუნება”, რომ ეს ყველაფერი ბილეთის ფასზე ასახოს - ბილეთის ფასი არ უნდა გაიზარდოს. ამიტომ უნდა შემცირდეს დანახარჯები, რაც ძველის ახალი და ეკონომიური ტექნოლოგიებით ჩანაცვლების, აეროპორტებში პარკირების თანხის დაზოგვისა და მასშტაბის ეკონომიის ხარჯზე უნდა მოხდეს. ბატონი ვარადის თქმით, ეს და კიდევ სხვა პატარ-პატარა დეტალები საბოლოო ჯამში ქმნიან ჯაჭვს, რომელიც დანახარჯების შემცირებას ემსახურება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^