Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შესახებ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია

12 დეკემბერი, 2018 11:08

6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა პარლამენტის წევრების, გურამ მაჭარაშვილისა და რატი იონათამიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და მათზე აღარ გავრცელდება ის შრომითი გარანტიები, რომლებიც გათვალისწინებულია პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის. აღნიშნულ კანონპროექტზე ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მისი დაჩქარებული წესით განხილვის, მათ შორის, ერთ დღეს ორი მოსმენით განხილვის თაობაზე.

საია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და არ შეესაბამება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებულ პრინციპებს, რითაც უხეშად არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს. 

„პროფესიული საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. პროფესიული საჯარო მოხელეების დანიშვნა ხდება პროფესიული ნიშნით, კონკურსის საფუძველზე, უვადოდ.

ამისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ითვლება ის, ვინც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში. ასეთი პირები ინიშნებიან თანამდებობის პირის უფლებამოსილების განხორციელების ვადით, კონკურსის გარეშე და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დადგენილია უფრო დაბალი გარანტიები.

პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი დაფუძნებულია კარიერის პრინციპზე და აღნიშნული სტატუსის მქონე მოხელეები დაცულნი არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი არის საჯარო სამსახურის სტაბილურობის გარანტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, გარდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა, ადმინისტრაციის უფროსის და მისი მოადგილისა, სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, წარმოადგენენ პროფესიულ საჯარო მოხელეებს, რადგან ისინი დაინიშნენ პროფესიული ნიშნით, კონკურსის საფუძველზე და მათი ფუნქციები დაკავშირებულია მუდმივი საჯარო სამართლებრივი ფუნქციების შესრულებასთან. ამდენად, მათი მიჩნევა დამხმარე ფუნქციების შემსრულებლებად, უხეშად ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დანაწესებს და ქმნის ძალიან საშიშ პრეცედენტს იმისა, რომ შესაძლოა მომავალში პარლამენტმა სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებითაც მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებები, რაც არსებისად შელახავს მოხელის მიუკერძოებლობისა და მისი სამსახურის სტაბილურობის პრინციპს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი შესაძლოა წარმოადგენდეს პირდაპირ და მიზანმიმართულ ქმედებას იმისაკენ, რომ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების შემდეგ მოხდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება და უკონკურსოდ, ახალი კადრებით დაკომპლექტება. სავარაუდოდ, აღნიშნულს ადასტურებს სწორედ ის, რომ კანონპროექტის განხილვა ხდება დაჩქარებული წესით.

აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს და შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და თავი შეიკავოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომლებიც ზიანს მიაყენებს საჯარო მოხელეების შრომით უფლებებს, მათ დამოუკიდებლობას და საჯარო სამსახურის სტაბილურობას.

საია აქვე გამოთქვამს მზადყოფნას, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების ინტერესები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოში", - წერს საია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^