Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► როგორი იქნება თბილისის ანძა მოდერნიზაციის შემდეგ

12 დეკემბერი, 2018 12:10

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება. როგორც კალაძე ამბობს, რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა და შეჯერდნენ ორ ვარიანტზე, კონცეფცია კი ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექსტიმ“ შეიმუშავა. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის  სხდომაზე ორივე პროექტი წარადგინა.  

„არის ორი პროექტი, რომლებსაც ჩვენ განვათავსებთ ინტერნეტსივრცეში, აქაც გვაინტერესებს საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და სამომავლოდ რომლის განხორციელება იქნება საინტერესო.

განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ვიზიტორზე. ამ პროექტის ფარგლებში ასევე უნდა განთავსდეს რესტორანი. ზემოთ მოეწყობა პანორამული გადმოსახედები. 75 მეტრ სიმაღლეზე იქნება ეს კონკრეტული ობიექტი. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, დავასაქმოთ დაახლოებით 50 ადამიანი. პროექტის განხორციელება დაახლოებით 10 მილიონი დაჯდება. ჩვენ ამ პროექტს და ასევე იმას, რომელზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი (ეს არის მუხიანის პროექტი - რადიოქალაქი), უახლოეს ხანებში წარვუდგენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და მივაწვდით სრულ ინფორმაციას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგევრდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წარდგენილი პროექტი -  თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფცია თბილისის მერიამ რამდენიმე თვის წინ შეითანხმა. 

პროექტი 1.

პროექტი 2.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^