Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ", - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

12 დეკემბერი, 2018 15:44

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატები არჩევნების შედეგებს აფასებდნენ. 

„პირდაპირ გეტყვით, მივესალმები ამ დარბაზში რამდენიმე კრიმინალს და არა „ქართული ოცნების“ დეპუტატს. პირდაპირ გეუბნებით, ყველას არ ეხება, მაგრამ ამ დარბაზში, დიახაც, მე ვხედავ რამდენიმე ჩვეულებრივ კრიმინალს. ერთი - ბატონი კობახიძე და მეორე - ბატონი ემზარ მკოიანი. 

...ახლა თქვენმა დეპუტატმა, როდესაც დაიწყო საუბარი და მიესალმა საოცარ განვითარებას, პროგრესს ქვეყანაში და სალომე ზურაბიშვილის არჩევას დაარქვა დემოკრატიული პროცესის წარმოუდგენელი განვითარება, დიახაც, თქვენს სინდისზე არის როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის მკვლელობა ამ არჩევნების პროცესში. ეს ეხება ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს. მეორე, ახალქალაქში უმოწყალო თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე, სადაც ოთხი ადამიანი იარაღის ტარებით უმოწყალოდ იყო ნაცემი და რას ბედავ შენ, ვიღაცა ხარ, გვარიც არ ვიცი შენი... ერთი ხმა მაინც თუ ამოგიღია და გითქვამს, ან დაგიგმია, როდესაც შენი გუნდის წევრები შენი კოლეგის, ემზარ მკოიანის მეთაურობით შეცვივდნენ გრიგოლ ვაშაძის შტაბში და გაუხეთქეს თავები და სახეები ადამიანებს. მესამე, დღეს, ვიდრე ასე თავს იწონებთ ვიღაცის წინაშე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სიკვდილს ებრძვის, ონის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი. დიახაც, ეს არის სისხლიანი არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ნიკა მელიას შემდეგ სიტყვა მოითხოვა ირმა ინაშვილმა. „ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდე და იჯექი მშვიდად", - მიმართა ინაშვილმა მელიას. შემდეგ ის მელიასთან მივიდა და ფურცლები შეაყარა. 

„ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები“, - განაცხადა ინაშვილმა ტრიბუნიდან და ნიკა მელიასკენ გაემართა - „გამოდი, აბა, გარეთ“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^