Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი: საქართველოში ყველა პრეზიდენტი ტრაგიკული იყო, მე რა მელის, მომავალში ვნახავთ

13 დეკემბერი, 2018 14:09

კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მის წინამორბედებზე ისაუბრა. მისი თქმით, წინა პრეზიდენტების ისტორია ძალიან საინტერესო და ამავდროულად, ძალიან ტრაგიკულია. მარგველაშვილის შეფასებით, ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფოებრივ ბიოგრაფიას იმით, რომ ქართულმა საზოგადოებამ სასიკვდილოდ გაიმეტა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. 

მისი შეფასებით, საქართველოს პირველ პრეზიდენტს არც ადამიანები დაუცოხავს და არ კონცლაგერები შეუქმნია, თუმცა ის ქვეყნიდან გააძევეს და მოკლეს და არავის გასჩენია კითხვა - რატომ.

რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, პრეზიდენტის შეფასებით, ის იყო მნიშვნელოვანი ბიოგრაფიის მატარებელი. მარგველაშვილის თქმით, შევარდნაძე მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოაჩინა. 

„ედუარდის დრო გინდათ? - ამ იდეოლოგიაში ვლაპარაკობთ. არავის არ უთქვამს, რომ ედუარდ შევარდნაძემ მას გეოპოლიტიკური შინაარსი და ადგილი მიუჩინა. შევარდნაძემ დაინახა, რომ დემოკრატია ის სპეციფიკა იქნება, რითიც საქართველო თავის თავს წარმოაჩენს“,- აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება დღემდე საუბრობს. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, დღეს სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს და ის ქვეყნიდან წასულია. 

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მიუხედავად წინა პრეზიდენტთა მიერ გაკეთებული საქმისა, ყველა მათგანის ბედი ტრაგიკული იყო. მისი თქმით, თავისი მმართველობის პერიოდში ის წინამორბედთა გამოცდილებას ითვალისწინებდა. 

„მე რა მელის, ამას მომავალში ვნახავთ“,- განაცხადა მარგველაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^