Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: არსებობენ პორტირებული, ექსპორტირებულები და ჭეშმარიტი „ნაციონალები“

13 დეკემბერი, 2018 14:27

„ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა - არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“; ექსპორტირებული „ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, ვინც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, ჭეშმარიტებმა რა დააშავეს და ამას უყურებ როგორც პოლიტიკური დებატებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე. 

მან საქართველოში ბოლო წლებში არსებულ არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ტენდენციებზე ისაუბრა. მარგველაშვილის განმარტებით, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მაშინ პოლიტიკური სპექტრი ორად იყო გაყოფილი - მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური გაერთიანება, ანუ ბიძინა ივანიშვილი და მის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები და „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, მისი შეფასებით, წლების შემდეგ „ქართულ ოცნებაში“, ერთეული გამონაკლისების გარდა, არ დარჩნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ოპოზიციური გამოცდილება ჰქონდათ. 

პრეზიდენტის თქმით, 2016 წლისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და კოალიციამ, არსებობა შეწყვიტეს და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდნენ. თუმცა, მარგველაშვილის განმარტებით, ის პოლიტიკური თვალსაზრისით დაპირისპირებას ნაკლებად ხედავს.

„ვხედავ ინდივიდებს, რომლებიც არიან პორტირებულები, ექსპორტირებულები და ჭეშმარიტები. ჭეშმარიტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გახდნენ უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ წაგების შემდეგ. ასე რომ, ისეთი ბოლომდე გაუგებარი პროცესია, რომ ამას არ ჰქვია პოლიტიკური დაპირისპირება, ამას ჰქვია პიროვნული თამაშები”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^