Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2017 წელს პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ 69-დან 62 პლენარული სხდომა გააცდინა - ფლანგვის დეტექტორი

13 დეკემბერი, 2018 14:56

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ყველაზე გამცდენი პარლამენტარი კობა ნაყოფიაა. მან 2017 წელს 69-დან 62 პლენარული სხდომა გააცდინა. ასევე, გააცდინა 73 საკომიტეტო მოსმენა. კობა ნაყოფია წინა პოწვევის პარლამენტშიც ყველაზე გამცდენი კანონმდებელი იყო. დეპუტატმა მთელი თავისი საპარლამენტო საქმიანობის განმავლობაში 506 778 ლარი მიიღო ხელფასის სახით. საპარლამენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურ პენსიას მიიღებს მინიმუმ 560 ლარის ოდენობით. 
2008 - 26 697ლ.
2009 - 46401ლ.
2010 - 49172ლ.
2011 - 49206ლ
2012 - 53175ლ.
2013 - 55593ლ.
2014 - 54727ლ.
2015 - 55485ლ.
2016 - 56037ლ.
2017 - 60285ლ.
კობა ნაყოფია 1993 წლიდან გავლენიანი ბიზნესმენია. 2004 წლამდე ის მოსკოვში საქმიანობდა. შემდეგ კი, ბიზნესი გაყიდა და საქართველოში ჩამოვიდა 
2008 წლიდან არის მაჟორიტარი დეპუტატი ბოლნისიდან. ის დეპუტატია მე-7,მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტში. ის იყო ჰოლივუდში გადაღებული ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ პროდიუსერი. ფილმი დააფინანსა „ჯორჯიან ინტერნეიშენალ ფილმმა”, რომლის პარტნიორი კობა ნაყოფიას შვილია.  2004-დან 2006 წლამდე იყო ოქროს მომპოვებელი საწარმოს, სს „მადნეულის” და შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ამ ორგანიზაციებში ის და მისი ოჯახი შემდეგ პერიოდშიც ფიგურირებს. 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში კობა ნაყოფიას მითითებული აქვს, რომ მის შვილს, ნიკოლოზ ნაყოფიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურება აქვს მიღებული, როგორც შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორის კონსულტანტს საერთაშორისო საკითხებში. 2012 წელს, ნაყოფია აცხადებდა რომ ის სს „მადნეულის” (Rich Metal Group)ის მენეჯმენტის პარტნიორია და რადგან მას, როგორც პარლამენტარს არ აქვს წილის მართვის უფლება, მისი შვილია წილების მმართველი. მან საქართველოში შერონ სტოუნი ჩამოიყვანა; დიდ დიღომში „ვილა ლა როტონდას" ანალოგი აიშენა.
პარლამენტის წევრთა საპატიო მიზეზით გაცდენები 10-ჯერ აჭარბებს არასაპატიო გაცდენებს. პარლამენტის წევრები საპარლამენტო სხდომების გაცდენისას იმიზეზებენ ავადმყოფობას, ოჯახურ მდგომარეობას, პოლიტიკურ მოსაზრებას და მივლინებაში ყოფნას. 

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, პარლამენტართა საპატიო მიზეზით გაცდენის 68%-ის შემთხვევაში მიზეზად ოჯახური მდგომარეობაა დასახელებული. 2017 წელს, პარლამენტის წევრებმა ამ საფუძვლით ჯამში 1 430 სხდომა გააცდინეს. 
2015 წელს, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს სთხოვა, „ოჯახური მდგომარეობა” , როგორც გაცდენის საპატიო მიზეზი პარლამენტის რეგლამენტიდან ამოღებულიყო. თუმცა, რეგლამენტში მსგავსი ცვლილება არ მომხდარა. 
2015 წელს, დავით უსუფაშვილმა წაიკითხა იმ დეპუტატთა ათეულის სია, რომელსაც ყველაზე მეტჯერ აცდენენ. 2015 წელსაც სიის სათავეში კობა ნაყოფია იყო - 101 გაცდენით. 
პარლამენტის რეგლამენტში დღეის მდგომარეობით ახალი ცვლილებების განხორციელება მიმდინარეობს. დეპუტატები ვალდებული იქნებიან გაცდენის მიზეზი დააკონკრეტონ და ცნობა წარადგინონ. პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა…
არასაპატიო გაცდენებმა შესაძლოა პარლამენტის წევრთა ხელფასის დაქვითვა გამოიწვიოს. თუმცა, ეს პასუხისმგებლობის მექანიზმი აქამდეც არსებობს და მას პარლამენტი არ იყენებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^