Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი: პირველად ისმის კითხვა - სომხეთი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საქართველო?

13 დეკემბერი, 2018 15:19

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების პროცესი შეაფასა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, ამ არჩევნებმა შეარყია საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი. 

მისი შეფასებით, პირველად კავკასიის ისტორიაში, დაისვა კითხვა - სომხეთი უფრო დემოკრატიის მატარებელია, ვიდრე საქართველო? პრეზიდენტმა განმარტა, რომ მეზობელ ქვეყანას გულშემატკივრობს და ფაშინიანს, როგორც პოლიტიკოსსა და საქართველოს მიმართ ძალიან დადებითად განწყობილ ადამიანს, დიდ პატივს სცემს. ამიტომ ამას მეზობელი ქვეყნისადმი შურის გამო არ ამბობს. მაგრამ, მისი თქმით, ეს კონტექსტი პირველად გაჩნდა.

მარგველაშვილის შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა ის დარღვევა ერთად გამოვლინდა, რაც სხვადასხვა არჩევნებზე იყო ხოლმე. მისი თქმით, დემოკრატია იყო ის, რასაც საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებისას ხაზს უსვამდა და მხარდაჭერას მოითხოვდა. 

„როლი, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც დემოკრატიის განსაკუთრებულ შემთხვევას და ეს პრიორიტეტი, რასაც ევროკავშირსა და NATO-ში ჩვენს დღის წესრიგს წავამძღვარებთ ხოლმე, ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, ხელისუფლება კმაყოფილი კი არ უნდა იყოს იმით, რომ ამდენი დარღვევა შერჩა, არამედ რეალობა უნდა გაიაზროს და მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დაშვებული შეცდომები ოპონენტებთან დიალოგითა და საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებით უნდა გამოასწოროს.

თუმცა მარგველაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ის ხელისუფლებისგან შეცდომის გააზრებისა და გამოსწორების მცდელობას ვერ ხედავს. მისი შეფასებით, როცა ქვეყნის არჩევნებს დაბალი სტანდარტით აფასებენ, ეს გრიგოლ ვაშაძის კი არა, სახელმწიფოს პრობლემაა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^