Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროსასამართლომ 2008 წლის ომზე საქართველოს წინააღმდეგ შესული სარჩელები არ მიიღო

13 დეკემბერი, 2018 16:00

2008 წლის ომის დროს საქართველოს მხრიდან ადამიანის უფლების დარღვევის შესაძლო ფაქტებზე რუსეთის მოქალაქეებმა ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 3 სარჩელი შეიტანეს. 

სარჩელებში - ჯიოევა საქართველოს წინააღმდეგ, ი. კუდუხოვა და ნ. კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ, ნანიევა და ბაგაიევი საქართველოს წინააღმდეგ - მოსარჩელეები აცხადებენ, რომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული ჯარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და დააზიანა ან გაანადგურა მათი ქონება.

სარჩელები მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა), მე-13 მუხლისა (სასამართლო დაცვის ეფექტიანი საშუალება) და მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის პრევენცია) შესაძლო დარღვევას ეხებოდა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ჯიოევას სარჩელის შესახებ აცნობა. სასამართლომ მოცემული მტკიცებულებებით ვერ მოახერხა, დაედგინა, ექვემდებარებოდა თუ არა სარჩელი წარმოებაში მიღებას.

ჯიოევა ამტკიცებდა, რომ ქართული ჯარის მოქმედებებმა მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეუქმნა და მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ზიანი.

მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება, რომ კონფლიქტის დროს სახლში მოწყობილ თავშესაფარში მოუწია ყოფნა. ასევე ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მისი სახლი დაზიანებულია ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ტყვიებით.

სტრასბურგის სასამართლომ ეს ვერ ჩათვალა საკმარის მტკიცებულებად, ემსჯელა მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლების (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევაზე. თუმცა, ამ ნაწილზე საქართველოსთვის ცნობის გაგზავნა საჭიროდ მიიჩნია.

რაც შეეხება დანარჩენ ორ სარჩელს, ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასათანადო დასაბუთების გამო წარმოებაში არ მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათ დანაკლისი განიცადეს, მათი გარემოებები მეორე და მესამე მუხლების დარღვევას არ შეესაბამება. სასამართლო ასევე ამბობს, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ მათი ქონება დაზარალდა ან განადგურდა.

ყველა აპლიკანტი იძულებული გახდა, კონფლიქტის დროს მცირე ხნით სხვა ქვეყანაში წასულიყო, რამაც დისკომფორტი და სტრესი გამოიწვია, თუმცა ეს არ უტოლდება იმ დარღვევებს, რომლებიც გათვალისწინებულია მე-8 მუხლით (პირადი და საოჯახო ცხოვრების პატივისცემის უფლება)“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^