Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინც იმსახურებს პროფესიული მოხელის სტატუსს, უნდა დარჩეს ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - კობახიძე

13 დეკემბერი, 2018 15:43

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა თავიდანვე იყო. მისი თქმით, კანონში ცვლილების გარეშეა შესაძლებელი ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს, ისინი უნდა დარჩნენ ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხის მოწესრიგებაზე გუნდში მსჯელობა იყო და ორ კოლეგას ვთხოვეთ კანონპროექტის ინიცირება. გუნდში აზრთა სხვადასხვაობა თავიდანვე იყო და დღესაც არის. პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშეა შესაძლებელი რეორგანიზაციის განხორციელება. ბიუჯეტის გათვალისწინებით, შტატების რაოდენობა იცვლება - გაბერილი იყო შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ნაცვლად გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის გათვალისწინებით, 60 შტატი იქნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად.

რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვას ისახავდა მიზნად კანონპროექტი, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია შესაძლებელია ამ ცვლილებების გარეშეც. ადამიანები, ვინც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს, ისინი უნდა დარჩნენ ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გაგრძელდება მსჯელობა. მსჯელობაზე როცა ვსაუბრობ, გადაწყვეტილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ან იღებ ან გაიწვევ. ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, როგორც ჩვევიათ ოპონენტებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. კრიტიკას მივესალმებით, რადგან სწორი აზრი ყალიბდება. რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს. რეორგანიზაცია გარდაუვალია და თითოეულ თანამშრომლის სტატუსი უნდა განისაზღვროს, თითოეულ მათგანს პროფესიული სტატუსი ექნება, ვიღაცა ხელშეკრულებით დასაქმებული იქნება. მომავალ პრეზიდენტს არ შეეშლება რეორგანიზაცია, თუ დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად იმოქმედებს, საჭირო არ არის ამ კანონის მიღება“, – განაცხადა კობახიძე.

- - - 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შესაძლებელი ხდება, შეიცვალოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე საჯარო მოხელეების სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაკარგავენ საჯარო მოხელის სტატუსს და ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლოა, გათავისუფლდნენ სამსახურიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვისას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^