Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი საჯარო მოხელეებზე: ეს შეურაცხყოფა არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს არ მოსვლიათ თავში

13 დეკემბერი, 2018 16:05

„მიუხედავად პოლიტიკური კატაკლიზმებისა, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გარკვეული მიმართულებით მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მუშაობა ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყეს, რომლებიც ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს მუშაობდნენ და ისინი ჩვენთვის საამაყოები არიან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას. 

მისი თქმით, 90-იანი წლების შემდეგ ბევრი იმსჯელეს და მილიონობით ლარი გახარჯეს იმისთვის, რომ საჯარო სამსახური განვითარებულიყო და პოლიტიკური დღის წესრიგისგან დამოუკიდებელი ყოფილიყო. 

„ეს ის თემებია, რომელსაც დაახლოებით 90-იანებში გავდიოდით, როდესაც ახალი კონცეფცია ყალიბდებოდა, რომ საჯარო მოხელე პოლიტიკისგან განსხვავებულია, რომ მინისტრი შეიძლება იცვლებოდეს და თანამშრომლები არა, რომ ისინი სახელმწიფოს ემსახურებიან. ამის მერე ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამისთვის მილიონები ჩაიდო“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მისი შეფასებით, საჯარო მოხელეები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ სახელმწიფოს, მადლობას იმსახურებენ. ამის სანაცვლოდ კი მიიღეს ის, რომ მათ მიმართ გამოდის დამსჯელობითი, ინკვიზიციური აქტი. 

პრეზიდენტმა განმარტა, რომ  სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციისა და შესუსტების ტენდენციას უკვე წლებია, ხედავს, თუმცა მისთვის მოტივი გაუგებარია. მარგველაშვილის შეფასებით, ეს არც პოლიტიკურ იდეოლოგიებთანაა კავშირში, არც მსოფლიო პრაქტიკასთან, არც რაციონალიზმთან და არც იმ ათობით მილიონთან, რომელიც საჯარო სამსახურის გამოზრდისთვის დაიხარჯა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^