Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი: რომ არ შემეწყალებინა, არც შეცდომებს დავუშვებდი, თუმცა არ ვიქნებოდი მართალი

13 დეკემბერი, 2018 16:44

„ადამიანები რომ არ შემეწყალებინა, შეცდომებსაც არ დავუშვებდი. მაგრამ მე არ ვიქნებოდი მართალი, ამ ადამიანებისთვის ზურგი რომ შემექცია და რისკებზე არ წავსულიყავი“, - განაცხადა პრეზიდენტმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას. 

მან იმ გარემოებებზე ისაუბრა, რითაც მსჯავრდებულთა შეწყალებისას ხელმძღვანელობდა. მარგველაშვილის განმარტებით, მან პენიტენციური გარემო იმ დროს გადაიბარა, როცა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გამო, ადამიანები არაადეკვატურად დიდი სასჯელებით იხდიდნენ სასჯელს. 

„მე, როგორც პოლიტიკოსმა, მივიღე სისტემა, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძოდი და მჯეროდა, რომ უსამართლო იყო. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ ადამიანებისთვის სასჯელის შემსუბუქება. ძირითადად ეს ეხებოდა წინა ხელისუფლების დროს, არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ 3 ქათამი მოიპარა და შეკრებითობა, განკრებითობა და ათწლეულები იჯდა ციხეში. ჩვენ ამის გამოსწორება დავიწყეთ. დავუშვით თუ არა შეცდომები? - ერთმნიშვნელოვნად დავუშვით. მაგრამ ეს იყო ის პროცესი, რომელიც მე მორალურად უნდა ამეღო ჩემს თავზე. ამის ნაწილი იყო ის, რომ არ მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში“,- განმარტა მარგველაშვილმა. 

მისი შეფასებით, შეწყალებას მის წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად ის ადამიანები იყენებენ, ვინც არც აკვირდებოდა და არც აკრიტიკებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. 

„იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჩვენი მმართველი პარტიის ძირითადი ბირთვი პოლიტიკურ ცხოვრებაში არათუ არ მონაწილეობდა, არც კი აკვირდებოდა და არ იციან, რას ვერჩოდით ან მიშას, ან ადეიშვილს. ახლა ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ეს გადახდონ ჩემთან ბრძოლის მთავარი თემა. გაერთიანებულებმა და აღტკინებულებმა მთელი რიგი პიარ-კამპანია აწარმოეს ჩემ წინააღმდეგ. ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამდო ბრალი, ან კორუმპირებულიაო, ან სახელმწიფოს მიზანმიმართულად ასუსტებსო და მესამე აღარ მახსოვს. სამივე სისხლის სამართლის საქმე იყო და მე როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, მოვითხოვე, წასულიყო პროკურატურაში და საქმე აღეძრათ ჩემ წინააღმდეგ. ბუნებრივია, ეს ვერ გააკეთეს. მერე ვუთხარი, პოლიტიკურად მაინც დამიპირისპირდით და იმპიჩმენტი მოაწყეთ-მეთქი, ვერც ეს გააკეთეს“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^