Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილის შეწყალების პრაქტიკა აცდენილი იყო დასავლურ სტანდარტებს

13 დეკემბერი, 2018 17:27

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არ შეიძლება, ჩვენი პრეზიდენტი იყოს ასჯერ მოწყალე, ვიდრე აშშ-ის ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის შეწყალების პრაქტიკა დასავლურ სტანდარტებს აცდენილი იყო და სალომე ზურაბიშვილი ამას გამოასწორებს.

„რაც შეეხება ბოლო აქტს, ეს არის მისი გადასაწყვეტი. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებას. დაახლოებით ასჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით.

რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ მოწყალე, ვიდრე აშშ-ის ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი.

აქედან გამომდინარე იყო სერიოზული ხარვეზები, რაც გადახედვას საჭიროებს და მე ვფიქრობ, რომ შეწყალების პრაქტიკას ახალი პრეზიდენტი მოიყვანს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობის მის ვადაში შეწყალების ბოლო აქტი უნდა გამოეცა.

შეწყალების კომისიის ბოლო სხდომა ამ კვირაში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, მხოლოდ ერთი მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. „ლიბერალმა“ 12 დეკემბერს შეკითხვით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას - აპირებს თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი შეწყალების აქტის გამოცემას. ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ომბუდსმენის თქმით, რომელიც კომისიის წევრია, პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას.

„პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ, კომისიის სხდომა არ შედგება. სხდომები ამ კვირაში იყო ჩანიშნული, მაგრამ ალბათ, არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^