Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მდინარაძე: უმრავლესობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს უკან გაიწვევს

13 დეკემბერი, 2018 18:57

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს უკან გაიწვევს. კანონში შესატანი ცვლილებებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირები საჯარო მოხელეები აღარ იქნებოდნენ.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება გუნდში მსჯელობის შემდეგ მიიღეს.

„ეს კანონპროექტი განხილული აღარ იქნება, ანუ გაწვეული იქნება და ამისი არგუმენტები იყო ძალიან მყარი, მაგრამ მეორე მხრიდანაც ძალიან სერიოზული არგუმენტები იყო. როდესაც დაიწყო განხილვა, დარეგისტრირდა. ახლა გადაწყვეტილება არის ამ კანონპროექტის გაწვევაზე, რადგან უფრო მყარი არგუმენტები იყო მეორე მიმართულებით“, - უთხრა მამუკა მდინარაძემ „პალიტრანიუსს“.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიუროზე დეპუტატებმა გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა დაარეგისტრირეს. კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები პროფესიული საჯარო მოხელეები აღარ იქნებოდნენ. ამის ნაცვლად ახალ პრეზიდენტს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ეყოლებოდა.

TI: პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის სტატუსის შეცვლა გაუმართლებელია

ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^