Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სოვლაბი“ ეროვნულ არქივს სასამართლოში უჩივის - „საბჭოთა ტერორის კვლევას კიდევ ათწლეულები უნდა ველოდოთ“

13 დეკემბერი, 2018 21:53

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (სოვლაბი) სასამართლოში უჩივის იუსტიციის სამინიტროს დაქვემდებარებულ ეროვნულ არქივის. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „სოვლაბი“ ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, 25 ოქტომბერს, ეროვნულმა არქივმა „სოვლაბის“ მკვლევარს - ირაკლი ხვადაგიანს არ მისცა საშუალება გასცნობოდა საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგს. 

ორგანიზაციის განცხადებით, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ევროპის რომელიმე სახელმწიფომ მკვლევარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დოკუმენტების გაცნობის უფლება შეუზღუდოს მათი "პერსონალური ინფორმაციის" დაცვის საბაბით.
„ეს მიდგომა არ წარმოადგენს ბიუროკრატიის და კონკრეტულად არქივის ახირებას - ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პასუხი უახლესი ისტორიის მკვლევრებს, რომ საბჭოთა ტერორის შესწავლა/ანალიზს კიდევ ათწლეულებით დაველოდოთ.
იუსტიციის სამინისტრო (რომლის განკარგულებაშიცაა ეროვნული არქივი) კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევს საქართველოს პარლამენტში დაყენებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ამ აბსურდული აკრძალვების მოხსნას ისახავს მიზნად“, - აცხადებს „სოვლაბი“.

„სოვლაბის“ მკვლევრის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი იცავს. მათი ინფორმაციით, მსგავს მოქმედებაზე - როდესაც ეროვნულმა არქივმა დაბლოკა ინფორმაციის სრულყოფილი გაცემა 1940-1950-იან წლებში თბილისიდან დეპორტირებული მოქალაქეების შესახებ, დავა გრძელდება სააპელაციო სასამართლოში. 

„სოვლაბის“ განცხადებით, რადგან 1991 წელს, "კაგებეს" შენობაში ხანძრის დროს განადგურდა უნიკალური ინფორმაცია ათეულ ათასობით ადამიანის - საბჭოთა ტერორის მსხვერპლის შესახებ, მაგრამ დარჩა მათი რეაბილიტაციის მასალები - ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდებში, შესაბამისად გამოთხოვილი „დოკუმენტები შეიცავს თითოეული რეაბილიტირებულის სისხლის სამართლის საქმის მიმოხილვა/გადასინჯვას და უკანასკნელ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ამ ადამიანთა ბედის შესასწავლად“.
ეროვნულმა არქივმა "პერსონალური ინფორმაციის" დაცვის საბაბით სოვლაბის მკვლევარს არათუ საქმეების, არამედ მათი ანაწერის (კატალოგი, სია) გაცნობის საშუალება არ მისცა - სადაც ადამიანის გვარი/სახელი/მამის სახელი, საქმის ნომრი და თარიღებია მითითებული - ეროვნული არქივის პასუხს „სოვლაბი“ Facebook-გვერდზე აქვეყნებს. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^